ბჟეზინსკი: თუ უკრაინა ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდება, მას არ ექნება პრეტენზია ნატოს წევრობაზე

ამერიკა და კრემლი უნდა შეთანხმდნენ, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ევროინტეგრაციისთვის „მწვანე შუქს“ მიიღებს, სანაცვლოდ კი მან უარი უნდა თქვას ალიანსის წევრობაზე.
„ამერიკამ უნდა მოძებნოს შეთანხმების გზები რუსეთთან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდება, მას არ ექნება პრეტენზია ნატოს წევრობაზე“, – ამბობს ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი.
ამერიკელი პოლიტიკოსი თვლის, რომ ამერიკა უნდა შეუთანხმდეს რუსეთს, „კრიზისი გაანეიტრალოს“ და „შედარებით ნორმალურ ურთიერთობას“ დაუბრუნდეს. მისივე აზრით, წესრიგის ასეთი დამყარება ისევ და ისევ უკრაინელი ხალხის ინტერესია, ხოლო ევროპისთვის იქნება ნაბიჯი მისი ევოლუციისთვის „ომის გარეშე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები