პოროშენკოს ბლოკი სახელწოდება „სოლიდარობას“ დაიბრუნებს

პეტრე პოროშენკოს პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიამ გადაწყვიტა პირველი სახელწოდება – „სოლიდარობა“ დაიბრუნოს. ინფორმაციას პარტიის ლიდერი იური ლუცენკო ავრცელებს. როგორც ცნობილია, პარტიამ სახელწოდება „პეტრე პოროშენკოს ბლოკი“ 2014 წლის 27 აგვისტოს დაირქვა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 26 ოქტომბერს, უკრაინის ვადამდელი არჩევნების დროს პეტრე პოროშენკოს პარტია მეორე ადგილს (21,81 პროცენტი ამომრჩევლის ხმით) იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები