სოლანა: დონბასში კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მინსკის შეთანხმების შესრულებით არის შესაძლებელი

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ევრო საბჭოს ექსპრეზიდენტი ჰავიერ სოლანა აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი მხოლოდ მინსკის შეთანხმების შესრულებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ სოლანამ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ მიაწოდებს ევროპა იარაღს უკრაინას, ხოლო თუ მდგომარეობა გაუარესდება, ყველაზე მისაღებია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, კონფლიქტის მოგვარებას შეიარაღებული ძალებით. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოგვარდეს დიპლომატიური გზით და სანქციებით. აგრეთვე უნდა შესრულდეს მინსკის შეთანხმება. 2015 წლის ბოლოს საზღვარი კიევის კონტროლირებადი ტერიტორია უნდა გახდეს“, – ამბობს სოლანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები