პოროშენკომ გადაწყვიტა, ყოველკვირეული ინტერვიუები მისცეს უკრაინის მედიასაშუალებებს

პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ გადაწყვიტა, ყოველ კვირას ექკლუზიური ინტერვიუები მისცეს უკრაინის მედიასაშუალებებს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგელკო ავრცელებს:
„ქვეყანა საჭიროებს უფრო ხშირ გულახდილ საუბრებს და განმარტებებს, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუები უკრაინის მედიასაშუალებებთან. დავიწყებთ ტელეკომპანიებით“, – ამბობს სვიატოსლავ ცეგელკო. პირველ ნაციონალურ არხთან ინტერვიუში პეტრე პოროშენკომ მზად ყოფნა გამოთქვა, მედიასაშუალებებსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან რეგულაურ ურთიერთობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები