პოროშენკო: სეპარატისტებმა უკრაინის აღმოსავლეთიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო აღნიშნავს, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა ქვეყნის აღმოსავლეთიდან მძიმე ტექნიკის „მნიშვნელოვანი ნაწილი“ გაიყვანეს, როგორც ამას, თებერვლის მინსკის შეთანხმება ითვალისწინებდა. აგრეთვე, უკრაინის ნაციონალური არხთან ინტერვიუში პოროშენკო ამბობს, რომ სამთავრობო ძალებმაც გაიყვანეს მძიმე არტილერია და სარაკეტო სისტემები. მძიმე შეირაღების გაყვანა მარტის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, საერთო ჯამში, სრულდება, თუმცა ცალკეულ ადგილებში ისევ შეინიშნება აფეთქებები.
გასული წლის აპრილში, როცა დონეცკში და ლუგანსკში შეირაღებული კონფლიქტი დაიწყო, დაახლოებით 6 ათასი ადამიანი დაიღუპა და მილიონზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა. პოროშენკოს ინფორმაციით, 15 თებერვალს, როცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, 64 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ყირიმთან საზღვრის გამაგრება, რომ „იმ მხრიდან სადაზერვო ჯგუფები არ შემოვიდნენ“. „და რაც მთავარია, ოკუპირებულ ტერიტორიებთან შედარებით, ხალხი აქ უკეთესად ცხოვრობს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
9 მარტს აგრეთვე გავრცელდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სახელმწიფო არხისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, რომ ყირიმის შეერთება 2014 წლის 22 თებერვალს გადაწყვიტა, როცა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყანა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები