ფრანგი ოლიმპიელები ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ

საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ არგენტინის მოშორებით, ერთ-ერთ რაიონში თვითმფრინავების შეჯახების შედეგად 10 გარდაცვლილს შორის სამი ფრანგი სპორტსმენია. არგენტინის ჩრდილო-დასავლეთით, რიოხას პროვინციაში, ფრანგული ტელევიზიის პოპულარული რეალითი შოუს Dropped-ის გადაღების დროს ჰაერში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.
თვითმფრინავები ბუენოს-აირესიდან 1170 კილომეტრში დასახლებულ ადგილზე, ვილა კასტელში ჩამოვარდნენ. გარდაცვლილებს შორის არიან: აფროსანი ფლორანს არტო, მცურავი კამი მიუფატი და მოკრივე ალექსის ვასტინი. 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე კამი მიუფატმა სამი მედალი აიღო, ხოლო 2008 წელს ალექსის ვასტინმა პეკინში ბრინჯაო მოიპოვა. „ძალიან ვწუხვარ ჩემი მეგობრების გამო, საშინელ მდგომარეობაში ვარ, სიტყვები არ მაქვს და არ მინდა ლაპარაკი“, – წერს სოციალურ ქსელ ტვიტერში შოუს მონაწილე, „არსენალის“ ყოფილი მოთამაშე სილვენ ვილტორდი. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები