მოსკოვში, შს სამინისტროს მუზეუმში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს

უცნობმა პირებმა მოსკოვში, შს სამინისტროს მუზეუმში მძევლები აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “მასკვა” სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაწყრდნობით ავრცელებს.
“ადგილზე გაგზავნილია ყველა ოპერატიული სამსახური. მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვების პროცესი” , – წერს სააგენტო.
ამ დროისთვის მომხდარის შესახებ მოსკოვის პოლიციის პრესსამსახური კომენტარს არ აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური მუზეუმი მოსკოვში, 1981 წელს გაიხნა და სელიოზნევის ქუჩაზე მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები