“დედამიწის საათი“ – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას იწყებს

 

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტი „დედამიწის საათი“ საზოგადოების წინაშე მდგომ ყველაზე დიდ გამოწვევასთან – კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას იწყებს. „დედამიწის საათის“ მეცხრე რაუნდი მსოფლიოში – 2015 წლის 28 მარტს, შაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 20:30 საათიდან კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს.
„არსებობს მოლოდინი – როდესაც დადგება „დედამიწის საათი“ მსოფლიო საზოგადოებრიობის გაერთიანების მიზნით „დაიპყრობს“ ექვს კონტინენტსა და მსოფლიოს ოცდაოთხ სასაზღვრო ზოლს.
ისინი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ინდივიდუალური ქმედებებით იქნება შეკავშირებული, კერძოდ, რამდენიმე თვის წინ შემუშავებულ კლიმატის ცვლილების ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულ იქნება“, – განმარტავენ ორგანიზატორები.
„დედამიწის საათის“ დადგომამდე, მისი ორგანიზატორები კლიმატთან დაკავშირებული პროგრესის ხელშესაწყობად უკვე მუშაობენ მოქალაქეებთან, პოლიტიკოსებთან და ბიზნესებთან 120-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორისაა: ნეპალის მთავრობისთვის კონსულტაციები ისეთი პოლიტიკის უზრუნველსაყოფად, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის მზის ენერგიის ურბანული საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენებას, კლიმატის შესახებ ცნობიერების ამაღლება ევროპისა და აფრიკის სკოლებში და ავსტრალიელ და კოლუმბიელ ფერმერებთან და მეთევზეებთან მუშაობა.
ორგანიზატორების განმარტებით, გასთვალისწინებელია, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ახლა გვეძლევა, ხვალ შესაძლოა, გვიან იყოს. მსოფლიოს ყველაზე დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას ხმამაღლა აცხადებს.
„კლიმატის ცვლილება მხოლოდ ერთი საათის კი არა, არამედ მთელი ჩვენი თაობის პრობლემაა. „დედამიწის საათი“ მსოფლიოს ყველაზე მტკიცე ადამიანების მოძრაობაა, რომელიც კლიმატზეა ორიენტირებული. შეიძლება სინათლეები ერთი საათით ჩაქრეს, მაგრამ მილიონობით ადამიანის ქმედებები მთელი წლის განმავლობაში ხელს შეუწყობენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც აუცილებელია კლიმატის ცვლილებაში ცვლილების შესატანად“, – განაცხადა „დედამიწის საათის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სუდჰანშუ სარონვალამ.
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები „დედამიწის საათის“ დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენებენ „დედამიწის საათს“ იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილების შესაცვლელ გადაწყვეტებს შეუწყონ ხელი. დაწყებული „დედამიწის საათის“ შეხსენებით, რომელიც მხარს უჭერს მზის ენერგიის გამოყენებას და დასრულებული „დედამიწის საათის“ ტყეებით, რომლის მიზანია, ტყის გაჩეხვასთან ბრძოლა, „დედამიწის საათი“ გლობალური საზოგადოებრივი ძალისხმევის ცენტრში დგას და მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის გამოყენებას, კლიმატის ცვლილების შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, განათლებას და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით პასუხისმგებლობის მქონე სამეწარმეო პრაქტიკას.
ღონისძიების პრეისტორია კი ასეთია: 2007 წლიდან „დედამიწის საათმა“ ბიზნესსაწარმოების, ორგანიზაციების, მთავრობების და ასობით მილიონი ადამიანის მობილიზაცია მოახდინა 7 000-ზე მეტ ქალაქსა და 162 ქვეყანაში, რაც მდგრადი მომავლისთვის მოქმედებას ისახავდა მიზნად. რამდენადაც კლიმატზე ზემოქმედების შესაძლებლობები მცირდება, „დედამიწის საათი“ უნივერსალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც საშუალებას იძლევა ინოვაციური, ხალხის მიერ მართვადი გადაწყვეტების განსახორციელებლად კლიმატის ცვლილებაში ცვლილების შესტანის მიზნით.
2014 წელს „დედამიწის საათის“ მხარდაჭერების მიერ მოპოვებული ფულადი სახსრები მილიონობით ხის დარგვას, ისეთი ღუმელების გამოყენების ხელშეწყობას, რომლებიც საწვავს ეკონომიურად მოიხმარენ და ათასობით სკოლის მიერ გამოყოფილი ნახშირბადის კვალის შესამცირებელ ღონისძიებებს მოხმარდა.
„კლიმატის ცლილებას საზღვრები არა აქვს, მაგრამ ასევე უსაზღვროა საზოგადოებრივი ძალისხმევაც. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის „დედამიწის საათის“ მოძრაობის მამოძრავებელი ძალა ხალხია, ის მასებს წვდება და კლიმატთან დაკავშირებელი აუცილებელი ქმედებების განხორციელების გადაუდებელ მიზანს ემსახურება“,- დასძინა სარონვალამ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) , საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). „დედამიწის საათის“ მხარდამჭერები პარტნიორები: თბილისის მერია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, ეკოხედვა, წითელი ჯვარი.
კრეატიული იდეის ავტორი და შემსრულებელი: სარეკლამო სააგენტო ბეთერფალი მედიამხარდაჭერა: „ჯეპრა“, „რუსთავი 2“, რადიო „საქართველო“, „ოუთდორი“, „პალიტრა მედია“, „ჯორჯიან თუდეი“, ტაბულა, CBW, Ipress.ge, BPI. „დედამიწის საათი“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საყოველთაო გარემოს დაცვითი მოძრაობაა. ეს არის კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი ღია კამპანია, რომელიც „დედამიწის საათი“ ერთ ქალაქში ჩატარებული სიმბოლური ღონისძიებიდან მსოფლიოს უმსხვილეს საზოგადოებრივ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა. 2014 წელს „დედამიწის საათში“ ჩაებნენ მოქალაქეები, საწარმოები და ორგანიზაციები 7 000-ზე მეტ ქალაქში, 162 ქვეყნასა და ათასობით სხვადასხვა რეგიონში. 2015 წლის „დედამიწის საათის“ მიზანია, მილიონობით მხარდამჭერის ძალა კლიმატის ცვლილებაში ცვლილების შეტანის მიზნით მთელ მსოლფიოში გამოიყენოს.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი დაცვითი ორგანიზაციაა ხუთ მილიონზე მეტი მხარდამჭერითა და გლობალური ქსელით 100-ზე მეტ ქვეყანაში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მისიაა, შეაჩეროს დედამიწის ბუნებრივი გარემოს გადაგვარება და ისეთი მომავალი შექმნას, რომელშიც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიულ კავშირში იცხოვრებენ, რასაც ის მიაღწევს სამყაროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვით, ადამიანების დარწმუნებით, რომ განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენება მდგრადობას განაპირობებს და გარემოს დაბინძურებისა და არაეკონომიური მოხმარების შემცირებისთვის ხელშეწყობის გზით.
ვებგვერდი www.earthhour.org „დედამიწის საათი 2015“-ის ოფიციალური ვიდეოფილმის ბმული: http://www.ehour.me/eh2015vid მთელ მსოფლიოში „დედამიწის საათის“ ღონისძიებების ფოტოების ბმული: http://www.earthhour.org/photo-galleries

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები