პლანეტაზე ყველაზე მდიდარი ადამიანი კვლავ ბილ გეითსია
კომპანია “მაიქროსოფთის” დამფუძნებელი ბილ გეითსი პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე კი მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმია.
“ფორბსის” ინფორმაციით, წლის განმავლობაში გეითსის ქონება 4 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ახლა ის 79 მილიარდი დოლარის მფლობელია. გამოცემა “ფორბსის” მონაცემებით, ახლა მსოფლიოში 1826 მილიარდერია. წელს მათი რიცხვი 181-ით გაიზარდა.