არქტიკაზე, თეთრი დათვის მოკვლისთვის ბრაკონიერები დააკავეს
არქტიკაზე თეთრი დათვის მოკვლისთვის ბრაკონიერები დააკავეს. ცხოველთა უფლებების დამცველებმა, ბრაკონიერებს ცხელ კვალზე მიაგნეს, “ლენტა-ნეტის” ინფორმაციით, დაკავების დროს, მათ ცხოველი უკვე გატყავებული ჰყავდათ, თუმცა მისი ტყავი თბილი იყო, რადგანაც ცხოველის მოკვლიდან დიდი დრო არ იყო გასული. ახალი წლის შემდეგ არქტიკაში ეს თეთრი დათვის მოკვლის მეორე შემთხვევა იყო. მეცნიერები აცხადებენ, რომ თეთრი დათვი ერთ-ერთე უდიდესია დათვებს შორის. მისი ცხოვრების ხანგრძლივობა 20-30 წლამდე მერყეობს. მისი ბეწვი ძალიან ღია ყვითელი ფერისაა იმისათვის, რომ შეერწყას თოვლიან გარემოს. კიდურების მიდამოებში ბეწვი გრძელია, რაც ეხმარება დათვს სრიალა ყინულზე გადაადგილებისას. თეთრ დათვს დიდი მანძილის გავლა შეუძლია. ის გაცილებით მეტს მოძრაობს, ვიდრე სხვა დათვები. თეთრი დათვი არა მარტო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებთან ცხოვრობს, არამედ ხშირად მცურავ ყინულებზეც გვხვდება. ასეთი ყინული ზოგჯერ 50 000 კვ.კმ.-ის ფართობსაც აღწევს.