მიხეილ სააკაშვილი: დამაბრალეს, რომ მე მოვუწოდებ ქართველებს უკრაინაში ჩამოსვლისკენ

დამაბრალეს, რომ მე მოვუწოდებ ქართველებს უკრაინაში ჩამოსვლისკენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოდან უკრაინაში ათასობით ადამიანს უნდა წამოსვლა.
“დამაბრალეს, რომ მე მოვუწოდებ ქართველებს ჩამოსვლისკენ. ძალიან ვამაყობ ჩვენი ქართველებით, რომლებიც აქ არიან, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვაკავებთ ქართველებს აქ ჩამოსვლისგან, რადგან ეს უნდა იყოს ლეგალური, გაცვლილი ხალხი. ამიტომ პირიქით, მე მაქსიმალურად მოვუწოდებ ქართველებს, რომ აქ ასე არ ჩამოვიდნენ. მეორე – ათასობით ადამიანს უნდა წამოსვლა, არაფერს არ ვაზვიადებ, ეს ინფორმაცია ყველა მხრიდან მომდის. ეს არ მეტყველებს კარგად საქართველოში სიტუაციაზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მყოფ ქართველებსაც მოუწოდებენ, რომ ცხელ წერტილებში არ იყვნენ.
“აქ მყოფ ქართველებსაც მოვუწოდებთ, რომ ისინი არ იყვნენ ცხელ წერტილებში და იყვნენ იქ, სადაც შეუძლიათ თავისი გამოცდილების გაცვლა, ინსტრუქტაჟი – ეს ბევრად უფრო უსაფრთხოა. ჩვენ დავკარგეთ ორი ოფიცერი, მაგრამ იმ მასშტაბის ქართველებთან შედარებით, რამდენიც აქ არიან, ღმერთმა ჩვენ გადაგვარჩინა და მინდა ასე დარჩეს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები