მიხეილ სააკაშვილი: როდესაც პრეზიდენტის კაბინეტში შევედი, დამხვდა კატა, თაგვები და ვირთხები

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ უკრაინას 2003 წლის საქართველოს ადარებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა ძველ კომუნისტურ ეპოქას აგონებს. მისი თქმით, უკრაინა ძველი არარეფორმირებული მძიმე კრიზისკენ წასული სახელმწიფოა.
„გადაჩვეული ვარ საბჭოთა კავშირის დრიოინდელ კაბინეტებს. ჩვენ სხვანაირი შენობები – გამჭვირვალე შუშის კაბინეტები გვქონდა. მე როდესაც პრეზიდენტის ადმინიტრაციის შენობაში შევდივარ, მახსენდება 2003 წლის საქართველო. საერთოდ, უკრაინა დღეს ძალიან ჰგავს 2003 წლის საქართველოს.
მე მახსენდება, როდესაც პრეზიდენტის კაბინეტში შევედი, დამხვდა კატა, თაგვები და ვირთხებიც კი, დამხვდა წყლის კასრი, იმიტომ რომ 10 საათზე წყდებოდა წყალი. გარდა ამისა, დამხვდა, „გეპეის“ ძველი გამოშვებული ატმორი, პრეზიდენეტსაც კი არ ჰქონდა არც წყალი და არც დენი. მაშინ სანეპიდსადგურებიც კი არ ფუნქციონირებდა და სანეპიდსადგურის ფუნქციას კატა ასრულებდა. დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა დღეს აქ. უკრაინა არის დღეს ასეთ ფორმაში. ეს არის ჯერჯერობით ძველი არარეფორმირებული მძიმე კრიზისკენ წასული სახელმწიფო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გადაცემის წამყვანმა მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ სწორედ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სამუშაო კაბინეტში ჩაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები