რომან თოლორდავა – “საქართველო არის ესე”

ხერთვისი. კიპარისის შემოდგომა … შემოდგომის განთიადი. დიადი სვანეთი… შემოდგომის უშბა… დიადი სვანეთი-მულახის თემი…ენგურის წყალსაცავი… ეგრისის ქედი ჭითაგვალაშ ტობავრჩხილი… ლამარიას თეთრი დილა….და ბევრი სხვაც… ეს მის მიერ კადრებად ჩამოტანილი ნანახი და განცდილი წუთებია, ასე ლამაზად და ნატიფად აღბეჭდილი შეჩერებულ წამში, რომელსაც სამშობლოზე უზადოდ შეყვარებული მწერლის ნაწარმოებს ან პოეტურ სტრიქონებს შევადარებდი. საოცრად გადამდები განცდა და განწყობა ავტორის მაღალ პროფესიონალიზმზე, მის შინაგან სისუფთავეზე, სიკეთესა და სიყვარულის დიდ ნიჭზე მიგანიშნებს. ერთია, ხედავდე და გრძნობდე , მაგრამ, მეორე, სხვასაც ასევე დაანახო და განაცდევინო. რომან თოლორდავა– საკუთარ საინტერესო ცხოვრებასა და საქმიანობაზე თავად მოგითხრობთ.

რა პროფესიის ბრძანდებით?

დავამთავრე ქ.თბილისის ჰუმანიტარულ ეკონომიკური ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი პრესის სპეციალობით. მერე იყო სპელეოლოგიის უძირო სამყაროსთან ზიარება. უფსკრულების და მღვიმეების დალაშქვრა… პირველი საოცარი განცდა და განწყობა, რაც უფსკრულის დანახვისას და მისი დაპყრობისას გეუფლება.
რატომ მოგინდათ ამ დარგის შესწავლა?10968336_921044351263079_3408101042073637858_n
დავიბადე და გავიზარდე სამეგრელოს ულამაზეს რაიონში, ჩხოროწყუში…ბავშობიდანვე უშუალო კავშირი მქონდა ბუნებასთან…ჩემი წინაპრები მეჯოგეები იყვნენ და მე კი ფაქტიურად მათი ჯოგის განუყრელი მოხალისე მწყემსი. მათ სიყრმიდანვე მაზიარეს მთისა და ზღვის მშვენიერებას… ჩემი დღესასწაული ზაფხულის არდადეგების დადგომასთან ერთად იწყებოდა, როცა ბაბუას ჯოგს, მოხალისე მწყემსის რანგში, გამოცდილ მეჯოგეებთან ერთად მივერეკებოდი ეგრისის ქედის ალპური საძოვრებისკენ. საოცარი იყო ჯადოსნური სილამაზის ჩანჩქერების, ათასფერი ყვავილების, ცადაზიდული მწვერვალების, ვერცხლისფრად შეფერილი ალპური ტბების და ამ გარემოს ბუნებრივ ბინადართა აღქმა. მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ფლორისა და ფაუნის ბევრი სახეობა, რომელსაც მთაში ყოველდღე ვაწყდებოდი, ენდემურ ჯიშებს წაროადგენდა. გვიან შემოდგომით, როცა პირველი ყინვა და თოვლი ალპურ საძოვრებს სასიცოხლო ძალას გამოაცლიდა, ჩვენი ჯოგი შავი ზღვის ზამთრის სადგომისკენ მიიკვლევდა გზას. აქ კი, ჯერ კიდევ, ზაფხული და სითბო გვხვდებოდა, მწვანე, ხასხასა მდელო, აყვავილებული ჭაობები, ათასი ჯიშის გადამფრენი ფრინველები, ჩვენსავით დაზამთრება რომ გადაეწყვიტათ…
პირველი წარუშლელი შთაბეჭდილება. ბუნების გაკვეთილი.
ჩემთვის შოკი იყო პირველად ნამდვილი უფსკრულის ნახვა…ეს იყო მიგარიის მასივის ყველაზე ღრმა და ლამაზი უფსკრული “ხავერდოვანა”. იმ დღიდან ოცნებად მექცა უფსკრულში ჩასვლა, თუმცა ამას წლები დასჭირდა და ბევრი ვარჯიში… ნანატრი დღც დადგა. 2004 წელს, ქართულ-ფრანგული საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში, ჩემს ფრანგ და ქართველ მეგობრებთან ერთად წილად მხვდა ბედნიერება, დამლეშქრა მიგარიის მასივის ყველა უფსკრული. ბუნებასთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ მთასთან და უფსკრულთან ხუმრობა და სიჩქარე უეჭველად ტრაგედიას მოასწავებს.
ის, რასაც გამოცდილი მწყემსები გირჩევდნენ, რაც ცხოვრებაში ძალიან გამოგადგათ.10828142_921044531263061_7885028475770748804_o

მეჯოგეებთან გატარებული თითოეული დღე ჩემთვის საოცრებაა… სრულიად კონსერვირებული გარემო, ადათობრივი სამართლის რეგულაციები, ათასგვარი შელოცვები და ამინდის გამოცნობის უტყუარი მეთოდები… ბუნებასთან მარტო დარჩენილი ადამიანების დიდებული გარემო… მისტიურია მწყემსის ,,კარეში“(კარავი, სადგომი) გატარებული ღამე…შუა ცეცხლთან მოყოლილი ზღაპრები და ლეგენდები, წამიერად მითთა ჟამი რომ ცოცხლდება მათ ნაუბარში. მწყემსი თავის სარჩოს ალალი შრომით შოულობს და მაღალი ზნეობით მიუყვება ცხოვრების შარას… მათი მთავარი რჩევა იყო მუყაითად გარჯა და ღირსებით ცხოვრება, რასაც ეფუძნება ჩემი ცხოვრების წესი….!
თავდაუზოგავი ბრძოლა სამეგრელოს მთიანეთის ეროვნული პარკის შესაქმნელად.
სამეგრელოს ეროვნული პარკის იდეა პრიველად 1998 წელს დაიბადა როცა საქართველოს სპელო კავშირის ექპერტმა, ვახტანგ ჩიხრაძემ და მე პირველი ტურისტული ბილიკები დავგეგმეთ ეგრისის ქედის ალპურ ზონაში…ტობავარჩხილი მაშინ საქართველოში ძალიან ცოტა ვინმეს თუ გაეგონა, არც ის იყო ცნობილი, რომ ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე 6 ულამაზესი ტბა ძვირფას მარგალიტად მორგებოდა ზღაპრულ სანახებს. იმავე წელს გეო საინფორმაციო სისტემებზე დაყრდნობით ბატონმა ვახტანგ ჩირაძემ შექმნა ეგრისი ქედის ტურისტული რუქა. შეიქმნა სახელმძღვანელო დოკუმენტი სამგრელოს მთიანეთის დაცული ტერიტორიების შესაქმნელად. სამწუხაროდ ამ საქმეს არნაირი ყურადღება არ მიექცა ხელისუფლების მხრიდან. 2011 წელს შეიქმნა სახლმწიფო კომისია და შედგა შესაბამისი დოკუმნტი, თუმცა მას ლოგიკური დასასრული არ მოჰყოლია…ამჟამად დაცული ტერიტორების სააგენტომ კვლავ შექმნა სახელმწიფო კომისია ეგრისის ქედის ნაწილის დაცული ტერიტორიის შესაქმნელად… დიდი იმედი მაქვს, ამჯერად მაინც მივა საქმე ბოლომდე და შეიქმნება ამ ეტაპზე აუცილებელი ეროვნული პარკი, რაც ერთადერთი საშუალებაა აღნიშნული ლანდშაფტის და ათობით ენდემური ჯიშის დასაცავად.
რას ნიშნავს ათობით ენდემური ჯიშის დაცვა და მათი ახალი გავრცელების არეალის პოვნა?10981539_921044511263063_8112231194332145596_n
საოცარია სამეგრელოს ენდემურ ჯიშებზე მუშაობა…წილად მხვდა ბედნიერება ამ საკითხზე საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტის კონსერვაციის განყოფილების უნიჭირეს ქალბატონებთან ერთად მემუშავა. მათი ძალისხმევით ორი საერთაშორისო ექსპედიცია შედგა . ქართულ-ბრიტანულ ჯგუფს ჯერ კოლხური ყოჩივარდის გავრცელების ახალი არეალი ვაჩვენე, შემდგომ კი მეგრული არყის ხის გავრცელების საკამოდ დიდი ტერიტორია. ჩვენი უცხოელი მეგობრების სიხარულს საზღვარი არ ქონდა, არადა ეს ჯიშები მავანს დიდი ხნის გადაშენებული ეგონა. ამ კუთხით სრულიად საოცრებებს გთავაზობთ მიგარიის მთა…ეს ოაზისია ბოტანიკოსებისთვის, ამიტომაც ყოველ ზაფხულს რამოდენიმე ექსპედიციის დაგეგმვა და განხორციელება გვიწევს ამ საოცარ ადგილებში.
ათობით საერთაშორისო და ეროვნული ექპედიცია გაქვთ მოწყობილი ჩვენი ქვეყნის სანახებში, ვინ გეხმარებათ, ვინ აფინანსებს ამ ექსპედიციებს?

1998 წლიდან საქართველოს სპელო კავშირის წევრი გახლავართ, რომელსაც შესანიშნავი ქართველი, მამუკა ნიკოლაძე ხელმძღვანელობს. სპელეო-კავშირის მიერ
სამეგრელოში განხორციელებული ყველა ექსპედიციის კოორდინატორი მე ვარ… ჩემდა გასახარად 2014 წელს წილად გხვდა ბედნიერება იტალიის კანიონიგის ფედერაციასთან ერთად ტურიზმის ახალი სახეობა, კანიონიგი დაგვენერგა საქართველოში… და ამ მიზნით ხობისწყლის ხეობის 3 შენაკადი გამოვიკვლიეთ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა… ეს ხეობა სრულიად შესაფერი გამოდგა კანიონიგის ყველა კატეგორიისთვის. ექპედიციების დაფინასება, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა. აქ ძირითად როლს ჩვენი უცხელი პარტნიორები და მეგობრები ასრულებენ.
მიწისქვეშა ტბები. ფიქრობთ, რომ აღმოსაჩენი და გამოსაკვლევი კიდევ ბევრია?10665812_921044614596386_5969249571224352343_n

აღმოსაჩენი და გამოსაკვლევი უამრავი რამ გახლავთ. მხოლოდ 2014 წელს მოხერხდა ეკის მასივის მიწისქვეშა ტბების ზოგადი გამოკვლევა. 100 მეტრის სიგრძის და 40 მეტრი სიღრმის გაცურვის შემდეგ, ჩვენი ბალტისპირელი მეგობრები მშრალ დერეფნებამდე გავიდნენ…მიმდინარე წელს კვლევა გაცილებით მაშტაბური იქნება. მასში ჩართულია და კოორდინირებას ახდენს გეოგრაფიის ინსიტუტი მისი ხელმძღვანელის ნანა ბოლაშვილის და პროფესორ კუკური წიქარიშვილის უშუალო მონაწილეობით.

ბავშვობის გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია თქვენი მომავალი პროფესიის არჩევისას, რომელსაც ფოტოგრაფიაც დაემატა. უნიკალური ადგილები გაქვთ მაღალპროფესიულად აღბეჭდილი ფირზე. ფოტოების შექმნა როდის დაიწყეთ?

ბავშვობის წლები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ არსად გამქრალა იმ დროიდან საგზლად გამოყოლილი, ბუნებისადმი განუზომლად დიდი სიყვარული. არაერთი ექსპედიცია და ლაშქრობა მომიწყვია, თუმცა ეს ყოველთვის არასაკმარისად მიმაჩნდა. მუდამ ვოცნებობდი ნანახი და განცდილი ათასობით ადამიანისთვის გამეზიარებინა. სწორედ ამ სურვილმა მაქცია მოგზაურ-მოხეტიალე ფოტოგრაფად. ბავშვობიდან ვიღებდი ფოტოებს ჯერ კიდევ ფირის აპარატით ფედ-4.-ით. მერე კოდაკი მქონდა, შემდეგ ოლიმპუსი. რაც შეეხება ფოტოგრაფიით ჩემს სერიოზულ დაინტერესებას, ეს ბადრი ვადაჭკორიას დამსახურებაა, რომლმაც თავისი აპარატიც კი მაჩუქა, რათა შემძლებოდა უფრო სერიოზულად და მეტი დატვირთვით მემუშავა ფოტოგრაფიაში.
პირველი ფერადი წიგნ-კატალოგი სამეგრელოზე.10868124_921045637929617_4111559913776952896_n
სამეგრელოს საიმიჯო კატალოგზე მუშაობა 2004 წლიდან დავიწყე. ჩემს არქივში თავი მოიყარა ათასობით ფოტომ. მათ შორის ათობით იყო ისეთი ადგილის ფოტოები, რომელიც პირველად ქვეყნდებოდა. მოგეხსენებათ, რაოდენ რთულია წიგნის დასაბეჭდად სპონსორის პოვნა. 2013 წელს ესეთი ადმიანი გამოჩნდა, ფირმა სოლედოს ხელმძღვანელი. მისი კუთხის და ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, პროფესორი გუჯა გვილავა. იმავე წელს წიგნმა დღის სინათლე იხილა…ცისიერი მწვერვალებიდან ჭალადიდის ჭაოებების ჩათვლით ჩვენ შევძელით წარმოგვეჩინა სამეგრელოს მომნუსხველი სილამაზე და მშვენიერება…

კიდევ ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებთ.

ვარ იდეის ავტორი და არტ- რედაქტორი წიგნისა „ოცინდალეს წმ.გიორგის ეკლესია“…უმოკლედ დროში ვგეგმავთ გამოვცეთ პირველი კრებული ოცინდალეს მონასტერზე, სადაც თავმოყრილი იქნება როგორც პუბლიცისტური წერილები, ესევე ქართველი მეცნიერების უკანასკნელი კვლევები მონასტრის, ოცინდალეს ციხის (სადაც მონასტერი მდებარეობს) და მის გარშემო არსებული საფორთიფიკაციო ნაგებობათა შესახებ….უამრავი ადამიანი, მიკავშირდებოდა და მთხოვდა, თუნდაც მცირე ინფორმაციას ამ საოცარი ადგილის და იქ არსებული ქრისტიანული სალოცავის შესახებ…ვფიქრობ უმოკლედ დროში დაინტერესებული ადამიანები კარგ საჩუქარ მიიღებენ…ვმონაწილეობ უამრავი წიგნის შექმნაში და აქტიურად ვთანამშრომლობ გამომცმლობებთან. ჩემი ნამუშევრები, საავტორო უფლებების დაცვით, გამოყენებულია 20– ზე მეტ წიგნში, კატალოგში, კალენდრებში, პლაკატებსა და ფლაიერებში… ამ კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობ ავტორებთან. იგეგმება ძალიან საინტერესო პროექტები, რომლებსაც საზოგადოება მალე იხილავს.10959839_921044527929728_8042485048818730310_n
მალე გამოვა ღია ბარათების კრებული “საქართველო არის ესე“. ერთ კომპლექტში შევა 22 ბარათი და მოიცავს სრულიად საქართველოს. ღია ბარათები ძალიან პოპულარულია უცხოელ ტურისტებს შორის. ისინი ტრადიციულად ამ ბარათებით მოიკითხავენ თავიანთ ახლობლებს და მეგობრებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მყოფმა უცხოელმა ტურისტებმა ქართული ღია ბარათებით მიულოცონ ევროპაში მყოფ მათ ახლობლებს…ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.
ოჯახი. მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. ერთი სამის, მეორე ხუთის…ძალიან მინდა მოლაშქრეები იყვნენ…რა თქმა უნდა ვაჩვევ ნელა ნელა…მაგარმ ამ საქმისთვის ჯერ ძალიან პატარები არიან…იმედია რო დაფრთიანდებიან საკუთარი ქვეყნის ყველა კუთხე კუნჭულს მოივლიან.

რას ურჩევდით ახალგაზრდა თაობას.

ფიზიკურ აქტივობას და სწავლას!
განუხორციელებელი პროექტი. თუ გქონიათ (გაქვთ) ასეთი?

ჩემთვის დღემდე ასეთად რჩება სამგრელოს მთიანეთის ეროვნული პარკი….დიდი იმედი მაქვს წელს ეს პროექტი განხორციელდება და მას ვერაფრი დააბრკოლებს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვცე წიგნ-კატალოგი სვანეთის შესახებ. ეს ძალიან რთული ამოცანაა. დრო გვაჩვენებს, რამდენად შევძლებ!

ირმა მირზაშვილი

1560763_921044544596393_5301701566028871764_n

10250104_921044494596398_7692479085926397365_n

984317_921045714596276_8166855643989337051_n

10796_921044084596439_1027985833095895216_n

10353712_921044384596409_5042153048201220876_n

10569041_921045644596283_237056443015966898_n

10802058_921045687929612_1113319309506429365_n

10838233_921044407929740_6033326563342713975_o

10915168_921044557929725_6288800058328672860_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები