შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს საქართველოს მოქალაქეებს: 1951 წელს დაბადებულ მედეა ხ-ს და 1991 წელს დაბადებულ გიორგი ხ-ს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის ნოემბრის თვეში მედეა ხ-მ ლიტვის საელჩოში წარსადგენად ყალბი ოფიციალური დოკუმენტები დაუმზადა და გადასცა თავის შვილიშვილს – გიორგი ხ-ს.
გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).