შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: 12 გადაჭრილი თოფი,კუსტარულად დამზადებული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა ტიპის 100 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, სხვადასხვა კალიბრის 5642 საბრძოლო ვაზნა,10 მჭიდი, 19 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება.
სულ ჩააბარეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, სხვადასხვა კალიბრის 5642 საბრძოლო ვაზნა, 10 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის 100 ხელყუმბარა, 12 გადაჭრილი თოფი, კუსტარულად დამზადებული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 19 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 8 დეტონატორი და 1,5 კგ ტროტილი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).