რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანას ცდილობდნენ

„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუქტის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან რუსეთის 2 მოქალაქე. კ.ტ. და გ.ნ. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მათი ხელბარგის დათვლიერებისას მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. მოქალქე კ.ტ.-ს 4 კაფსულა, ხოლო მოქალაქე გ.ნ.-ს 42 კაფსულა ,,LIRICA 300” აღმოაჩნდათ.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, იმავე დღეს, საბაჟო გამშვებ პუქტზე ,,ყაზბეგი“ ისრაელის მოქალაქე შ.რ. შემოვიდა, რომლის ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი 3 კაფსულა ,,LIRICA 300” აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა მთიანეთის მთავარ სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები