ევროპარლამენტი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს

  უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის რეზოლუცია მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს შეახსენებს, რომ უკრაინული საზღვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი გარანტია.
“რუსეთი, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად, უკრაინის არსებული საზღვრების გარანტია. ევროპარლამენტი ახსენებს რუსეთს, რომ ორ ზემოხსენებულ სახელმწიფოსთან ერთად, საკუთარ თავზე აიღოს ვალდებულება, თავი შეიკავოს ეკონომიკური ზეწოლისა და საკუთარი ინტერესების გატარებისგან”, – აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები