რუსეთში ჩინური ავტომობილების ექსპორტი 56%-ით შემცირდა
ჩინეთის მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ცუი დონგშუს განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ჩინეთმა რუსეთში 513 000 ავტომობილის ექსპორტირება მოახდინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56.09%-ით ნაკლებია.
„ჩინეთმა 2025 წლის იანვრიდან ნოემბრამდე რუსეთში 513 078 ავტომობილი გაიტანა“, – წერს ცუი დონგშუ სოციალურ ქსელ WeChat-ში თავის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
ექსპერტმა მოიყვანა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, გასული წლის 11 თვის განმავლობაში, ჩინეთმა რუსეთში 1,168,511 ავტომობილის ექსპორტირება მოახდინა.
მიმდინარე წლის ნოემბერში ამ მაჩვენებელმა 61 881 ერთეულს მიაღწია, რაც 45.5%-ით ნაკლებია 2024 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც რუსეთმა ჩინეთიდან 113 604 ავტომობილი შემოიტანა. ეს მაჩვენებელი ასევე 33.8%-ით შემცირდა მიმდინარე წლის ოქტომბერთან შედარებით, როდესაც ჩინეთმა რუსეთში 93 489 ავტომობილის ექსპორტირება მოახდინა.
ცუი დონგშუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინელი ავტომწარმოებლები სულ უფრო ფრთხილები ხდებიან რუსეთის ბაზარზე და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში შიდა ავტომობილების გაყიდვები მნიშვნელოვნად არ შემცირებულა მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრამდე,რუსეთში ჩინური ავტომობილების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.