ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ანზორ ბოლქვაძესთან და ნური გორგაძესთან ერთად ახალგაზრდებს შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და მოადგილე ნური გორგაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ვახტანგ ბერიძემ ისაუბრა 2025 წელს განხორციელებული პროექტებისა და 2026 წლისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ. აღინიშნა, რომ 2026 წლიდან ამოქმედდება ახალი პროგრამა, რომელიც სტუდენტების მხარდაჭერასა და მათთვის დახმარების გაწევას ითვალისწინებს. ასევე, გაიზარდა დაფინანსება ახალგაზრდული სფეროს მიმართულებით.

„მიმდინარე წელს ახალგაზრდული მიმართულებით აქტივობები რამდენიმე ძირითად სფეროს მოიცავდა, მათ შორის: ახალგაზრდული ბანაკები, საინფორმაციო შეხვედრები, არაფორმალური განათლების პროგრამები, შემეცნებითი და ინტელექტუალური თამაშები, სპორტული ღონისძიებები და სხვა აქტივობები.

ახალგაზრდული აქტივობების ფარგლებში, მუნიციპალიტეტში ჯამში 25-მდე ღონისძიება განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით 700-მა ახალგაზრდამ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები