ქუთაისში 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა

ქუთაისში 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და კლუბები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე.

„2025 წლის საუკეთესო ქუთაისელი სპორტსმენი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე.

წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიურ სახეობაში – საბა ინანეიშვილი, ძიუდო (მწვრთნელი დავით თევდორაძე);

წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – ავთანდილ თუთბერიძე, მკლავჭიდი, (მწვრთნელი ირაკლი გამთენაძე);

წლის საუკეთესო პარასპორტსმენი – ვახტანგ ახობაძე (პარამკლავჭიდი. მწვრთნელი ირაკლი გამთენაძე);

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ნანა ხორავა, ძალოსნობა (მწვრთნელი ილია თვალოძე);

წლის ახალგაზრდა სპორტსმენი – დავით მხეცაძე, კრივი (მწვრთნელი ზაალ ჯავახაძე);

წლის საუკეთესო გუნდი – საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010“;

წლის საუკეთესო მწვრთნელი – მერაბ ბაზაძე, ფარიკაობა;

წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი – გოჩა კირკიტაძე, ჭიდაობა.

წლის წარმატებულ სპორტსმენთა ათეული კი ასე გამოიყურება: დავით ლაშქარეიშვილი, ნიჩბოსნობა; გიორგი კანთელაძე, ნიჩბოსნობა; ანზორ წიწილაშვილი, პარამკლავჭიდი; იოანე ხვარეშია, ტყვიის სროლა; გიორგი მუმლაძე, ტყვიის სროლა; თემური სიმსივე, ბ/რ ჭიდაობა; გიორგი გოგელაშვილი, ბ/რ ჭიდაობა; ირაკლი გობეჯიშვილი, ძალოსნობა; ზურა წიქორაძე, სუმო; ნოდარ ბოჯგუა, მკლავჭიდი.

წარმატებულ სპორტსმენებს ჯილდოები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები