ირაკლი ალასანია ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

  ნატოს შტაბ-ბინაში 26-27 თებერვალს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება.მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც დაესწრება. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების გაფართოებულ შეხვედრას ხვალ, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გახსნის. მინისტერიალის მთავარი თემებია: კიბერ უსაფრთხოება, თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა და ავღანეთის მისია. სამუშაო შეხვედრის მეორე დღე ISAF-ის მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრით დაიწყება.
ბრიუსელში მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნორვეგიელ, აზერბაიჯანელ და ავღანელ კოლეგებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები