სამხარაძე – ლორა თორნტონის განცხადებაზე: მოვისმინეთ პირდაპირი აღიარება, რომ, საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით, თურმე ვიღაცები ცდილობენ, ქვეყანაში შემოიტანონ ფული, რომელიც ხმარდება პოლიტიკურ აქტივობას

„მოვისმინეთ პირდაპირი აღიარება, რომ, საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით, თურმე ვიღაცები ცდილობენ, ქვეყანაში შემოიტანონ ფული, რომელიც ხმარდება პოლიტიკურ აქტივობას”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს.

კერძოდ, სამხარაძე ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიას ეხმაურება.

დისკუსიაზე მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა და საქართველოში NDI-ს ყოფილი ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ, მიუხედავად გამკაცრებული კანონმდებლობის ამოქმედებისა, რომელმაც დონორებისგან ფულის მიღება გაართულა, მაინც იპოვეს “კრეატიული გზები, რათა დაფინანსება მიაწოდონ ორგანიზაციებს”.

“ამ განცხადებით ალბათ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები დაინტერესდებიან იქიდან გამომდინარე, რომ კანონის დარღვევა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი კანონი ირღვევა, არის დანაშაული. ამ სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი არცერთი კონგრესმენი, შესაბამისად ნათელია, რომ ინტერესიც ამ მოსმენის მიმართ, რომელიც ერთხელ თურმე ამინდის გამო გადაიდო, გვახსოვს, და იმ დღეს კონგრესში არაერთი მოსმენა გაიმართა“, – აცხადებს სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები