ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობა დაითხოვა

  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობა დაითხოვა. თიბილოვმა ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს დილით გამართულ თათბირზე გააკეთა. გადაწყვეტილების მიზეზად მან მთავრობის არაეფექტური მუშაობა დაასახელა და განაცხადა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში მთავრობამ ისეთ გამოწვევასთან გამკლავება ვერ შეძლო, როგორიცაა რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენა.
თიბილოვის ბრძანებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის თანამდებობას დომენტი კულუმბეკოვი შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები