გიორგი ონიანს ბრალი წაუყენეს

ბაჩო ახალაიას ადვოკატს ბრალი წაუყენეს. გიორგი ონიანს მტკიცებულებათა გაყალბებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ერთ-ერთი კერძო კომპანიის მენეჯერის უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებენ.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, გამოძიებამ ონიანს ერთ-ერთი ბრალდება სამსახურებრივ სიყალბესთან დაკავშირებოთ უკვე მოუხსნა. ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს, რადგან დაცვის მხარეს საქმის მასალებს ამ დრომდე არ აძლევენ.
ბაჩო ახალაიას ადვოკატი საკუთარ სახლში კვირას ღამით დააკავეს. აყვანიდან მალე, სავარაუდოდ, გულის პრობლემების გამო, დაკავებული კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც გუშინ დღის მეორე ნახევარში წინასწარი დაკავების იზოლატორში დააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები