რუსეთმა შესაძლოა ყირიმის მიერთების საკითხი განიხილოს

  თუ ყირიმის პარლამენტი ან ნახევარკუნძულის მცხოვრებლები განაცხადებენ სურვილს რუსეთთან მიერთების შესახებ, რუსეთში ამ ინიციატივას შეისწავლიან,- ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.
„რუსეთს სურს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, თუმცა ამასთან ერთად თუ ყირიმი მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთთან მიერთების შესახებ, რუსეთი მზადაა ეს ინიციატივა განიხილოს, თუმცა რაც შეეხება მთლიანობაში ჩვენს ხედვას უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე – ჩვენ უკრაინის მთლიანობის შენარჩუნება გვსურს და ვიმედოვნებთ რომ დღეს ეს რეალურია”, – განაცხადა სიმფეროპოლში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს საქმების, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ.
თუმცა მისივე თქმით, თუ ის ტენდენციები, რომლებიც არის კიევში გაგრძელდება და ყირიმის პარლამენტი და მოსახლეობა რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, რომ მათ რუსეთთან მიერთება სურთ – რუსეთი ამ გადაწყვეტილებას შეისწავლის.
„ჩვენ შევისწავლით ამ სიტუაციას, თან საკმაოდ სწრაფად და ალბათ ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ საღი აზრი და პრაქტიკული ნაბიკები მისი რეალიზაციისათვის”, – განაცხადა სლუცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები