უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

  უკრაინაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. უკვე დაზუსტებულია არჩევნების თარიღიც. საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს ჩატარდება. პრეზიდენტად კანდიდატურის წარდგენა 30 მარტამდე გაგრძელდება. ცესკოში რეგისტრაციისათვის დოკუმენტების შეტანის ბოლო ვადა 4 აპრილია. უკრაინის ოპოზიციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობასთან ბევრი პრეტენზია აქვს. ცესკოს ახლანდელი შემადგენლობა 2007 წელს ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის კომისიის 15 წევრიდან 10 ყოფილი მმართველი უმრავლესობის ინტერესებს წარმოადგენს. ოპოზიციას კითხვები აქვს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობის თაობაზე, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჩატარდა და, განსაკუთრებით, 2013 წლის 15 დეკემბერს სამაჟორიტარო ოლქებში განმეორებით შემდგარი არჩევნების მიმართ, როდესაც სხვადასხვა მანიპულაციის გზით ოთხ მათგანში პროსახელისუფლებლო კანდიდატებმა გაიმარჯვეს. უკრაინის ცესკოს თავმჯდომარემ მიხაილ ოხენდოვსკიმ საპრეზიდენტო არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები