რა „განცხადება“ გამოქვეყნდა რუსეთის ფედერალური ხელისუფლების სახელით?

რუსმა ბლოგერებმა სოციალურ ქსელებში „რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლების განცხადება“ გაავრცელეს. ამ სათაურით პოსტი ინტერნეტსივრცეში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას მრავალი მომხმარებელი ჰყავს. სინამდვილეში მსგავსი შინაარსის „განცხადება“ რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია. თუმცა, სტატიის სათაურმა მკითხველთა ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. მიზეზი, ალბათ ისიც არის, რომ გამოქვეყნებული მასალა „საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის პირველი პირების ფარულ სურვილებს“. „კვირა“ ბლოგერების მიერ გამოქვეყნებულ მასალას უცვლელად გთავაზობთ:
1. რუსეთი არ ცნობს ხელისუფლებას, ან პრეზიდენტს, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების, ან ტერორისტული მეთოდების გამოყენებით მოვიდა; 2. რუსეთი არ ცნობს უკრაინის ხელმძღვანელობას და ადმინისტრაციას, რომლის შემადგენლობაშიც შოვინისტური პარტიების წარმომადგენლები, ან შეიარაღებული ფორმირებების წევრები არიან. ამასთანავე, რუსეთი არ ცნობს იმ მოძრაობებს და დაჯგუფებებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში და ომის შემდეგ იარაღით ხელში საბჭოთა არმიის, ანტიფაშისტური კოალიციის და საბჭოთა კავშირის ოფიციალური წარმომადგენლების წინააღმდეგ ახლანდელი უკრაინის ტერიტორიაზე იბრძოდნენ. 3. რუსეთი გაფრთხილებთ, რომ უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების დასაცავად ყველა ბერკეტს გამოიყენებს და ბოლომდე დაიცავს მათ ჯანმრთელობას. ამასთანავე, რუსეთი ყველა ხელმისაწვდომი მეთოდით დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების ან უკრაინის შიდა პოლიტიკის შეცვლის შესაძლო შემთხვევაში, უკრაინაში რუსი ხალხის წნეხის ქვეშ მოექცევიან. 4. რუსეთი აღნიშნავს, რომ მისთვის სულერთია ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი უკრაინის და სხვა ხალხების ბედი, რომლებიც ყველა უკრაინაში მცხოვრები ხალხების თანასწორუფლებიანი თანაარსებობისთვის გამოდიან. რუსეთი შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციას ყოფილ სსრკ-ს ყველა მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ისტორიული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია. 5. რუსეთი შეგახსენებთ მსოფლიოსა და ევროპის პოლიტიკოსებს, რომ რუსი ხალხი ამ დროისათვის ყველაზე დიდ, დაყოფილ ხალხს წარმოადგენს ევროპაში. რუსეთი, ევროკავშირის ქვეყნებისა და მათი მთავრობების შეშფოთების მიუხედავად, ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას სიმართლის და რუსი ხალხის ნაწილის ინტერესების გარშემო. რუსეთის ფერედაცია რუსი ხალხის დასაცავად, ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე დაიცავს, საკუთარ მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, იქ, სადაც საშიში მოვლენები განვითარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები