უგანდაში ჰომოსექსუალებს მკაცრად დასჯიან

  უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენმა ხელი მოაწერა სკანდალურ კანონპროექტს, რომელიც ჰომოსექსუალებისთვის გრძელვადიან პატიმრობას ითვალისწინებს. პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელმოწერის ცერემონია დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშ, უცხოელი კორესპონდენტების დასწრებით გაიმართა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უგანდის პრეზიდენტი უწინაც გააფრთხილა, რომ ეს კანონი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი გახდებოდა. აშშ-ის ექსპერტთა დასკვნის მიღებამდე, პრეზიდენტი იოვერი მუსევენი დათანხმდა ამ კანონის მიღებას. ჰომოსექსუალიზმი უგანდაში უწინაც ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად. ახალი კანონი პირველ დანაშაულზე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, უფრო “ფესვებგადგმული ჰომოსექსუალიზმი” კი – სამუდამო პატიმრობას. თავიდან კანონპროექტი ჰომოსექსუალიზმის რამდენიმე მეთოდზე სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ ეს დებულება ამოიღეს. მოძრაობა გეების უფლებების დამცველმა აქტივისტმა უგანდაში “ბი-ბი-სის” ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი კანონით იგი შოკირებულია. “მე დღეს სამსახურშიც არ წავედი და სახლში ჩავიკეტე. ახლა არ ვიცი, რა მელოდება. მე ყველა ჩემს აქტივისტს ტელეფონით ველაპარაკები და ისინიც სახლებში არიან. არც მათ შეუძლიათ გარეთ გამოსვლა”, -განაცხადა აქტივისტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები