სამხედრო მოსამსახურეები აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ესტუმრნენ

  საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ესტუმრნენ. ისინი მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმში დაცული აზერბაიჯანული კულტურის სხვადასხვა ექსპოზიციას გაეცნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად სამხედროებისთვის კულტურის მუზეუმთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა აზერბაიჯანული ხალხური ცეკვები და სიმღერები შეასრულა. ჯარისკაცები კმაყოფილი დარჩნენ. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და მუზეუმის ხელმძღვანელობის ინიციატივით განხორციელდა. თავდაცვის უწყების ცნობით, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სამხედრო მოსამსახურეთა განათლების დონის ამაღლება წარმოადგენს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები