უკრაინის რადაში ის ადგილები აკურთხეს, სადაც “კომუნისტური პარტიის” წარმომადგენლები ისხდნენ
უკრაინის რადაში ის ადგილები აკურთხეს, სადაც “კომუნისტური პარტიის” წარმომადგენლები ისხდნენ.
რადაში მღვდელი, პარტია “თავისუფლების” დეპუტატებმა მიიწვიეს. სწორედ მათ აქვთ ის ადგილები დაკავებული, სადაც წინა მოწვევის პარლამენტში “კომუნისტური პარტიის” დეპუტატები ისხდნენ. სასულიერო პირმა სკამებს ნაკურთხი წყალი მიასხა.
“აუციელებელი იყო ამ ადგილის კომუნისტური სულისგან, ფაქტობრივად უწმინდური სულებისგან განწმენდა”, – განაცხადა დეპუტატმა პარტია “თავისუფლებიდან” იური ბუბლიკმა.