ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი 800 ლარით დაჯარიმდა
სასამართლომ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
სასამართლომ ბაუჩაძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომად 800 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ერთ-ერთი საქმის შესწავლისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით წერილობით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართა, რომელმაც ინფორმაცია დაგვიანებით გააგზავნა. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატმა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს სასამართლოში უჩივლა.