მოხუც ქალს სასწრაფო დახმარების მანქანა დაეჯახა – მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს (ვიდეო)

სარატოვში, მინსკის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა 61 წლის ქალს დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, ბრიანსკის ქუჩიდან მინსკის ქუჩაზე შეუხვია და ქალბატონს დაეჯახა. ექიმებმა დაშავებულს პირველადი დახმარება გაუწიეს, მაგრამ ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სასწრაფო დახმარების ავტომობილის საჭესთან 65 წლის მამაკაცი იჯდა. მიმდინარეობს გამოძიება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=BX_1haxOb3c” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები