უკრაინაში მინისტრთა კანდიდატების სია დაამტკიცეს
უკრაინაში საპარლამენტო კოალიციის ყველა წევრმა მინისტრების თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა. „პეტრე პოროშენკოს ფრაქციის“ თავმჯდომარის იური ლუცენკოს თქმით, კოალიცია ჯერჯერობით მხოლოდ კანდიდატების სიას ამტკიცებს. პრემიერ-მინისტრის მიერ კანდიდატურების განხილვის შემდეგ კენჭისყრა პარლამენტში ჩატარდება.
უზენაეს რადას წარედგინება კანდიდატთა სია:
ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე „პეტრე პოროშენკოს ბლოკიდან“ – ალექსანდრე კვიტაშვილი, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – აივარას აბრამოვიჩუსი, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე – ნატალია იარესკო. ცნობილია, რომ პეტრე პოროშენკომ აღნიშნულ 3 პირს მოქალაქეობა დღეს მიანიჭა.
ასევე „პეტრე პოროშენკოს ბლოკიდან“ ვიცე-პრემიერის – საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობის მინისტრის პოსტზე წარდგენილია იური ზუბკო, განათლების მინისტრად – სერგეი კვიტა, ენერგეტიკის მინისტრად კი – ვლადიმირ დემჩიშინი.
ფრაქცია „სახალხო ფრონტმა“ საკუთარი კანდიდატები წარადგინა – შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე – არსენ ავაკოვი, ჰუმანიტარულ საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტზე ვიაჩესლავ კირილენკო, იუსტიციის მინისტრის პოსტზე – პაველ პეტრენკო, სოციალური პოლიტიკის მინისტრად – ლუდმილა დენისოვა, სპორტისა და ახალგაზრდოის მინისტრად – იგორ ჟდანოვი, ხოლო ეკოლოგიის მინისტრად იგორ შევჩენკო.