ნუცა ბუზალაძემ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა
„ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილე ნუცა ბუზალაძე ფეხის ტრამვის გამო პროექტს გამოეთიშა. პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა (მამულიჩამ) ფეისბუქის პირად გვერდზე ნუცა ბუზალაძის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა საავადმყოფოდან, წარწერით:
“ეჰჰჰჰჰჰ, ესეთებიც ხდება სამწუხაროდ……. მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება ჩემო გოგო”, – წერს კახა მამულაშვილი. მამულიჩას პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობრები ნუცას ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ.
“სამწუხაროდ პროექსტს ვტოვებთ, ნუცას წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. ტრამვა რთულია ძალიან”, – წერს მამულაშვილი.