ზელენსკი: დიდი ხნის შემდეგ პირველად გვქონდა პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან – ვფიქრობ, რომ ეს სწორია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე სახელმწიფოსთან, კერძოდ კი სომხეთთან, საქართველოსთან და სლოვაკეთთან უკრაინის ურთიერთობების რამდენიმე მიმართულების განბლოკვის შესახებ განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მისი სომხეთში ვიზიტი ამ დონის პირველი ვიზიტია 24 წლის განმავლობაში, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.

ერევანში ზელენსკიმ ასევე მოლაპარაკებები გამართა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან. საუბრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ ადგილზე მთავრობათაშორისი კონსულტაციები გაიმართება.

„ახლა დიპლომატები გადაწყვეტენ, ეს იქნება ბრატისლავა თუ კიევი. ყველა მინისტრი დაესწრება, ეს მნიშვნელოვანია, უკვე არის კონკრეტული საკითხები, თანამშრომლობა. მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს კარგი სიგნალია“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი პირველად შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

„ასევე, დიდი ხნის შემდეგ პირველად გვქონდა მცირე პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ვფიქრობ, ესეც სწორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები