ზელენსკის თქმით, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას ხვალ ღამით დაიწყებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა 6 მაისის 00:00 საათიდან დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას.
მისი თქმით, უკრაინა ამ ნაბიჯს იმიტომ დგამს, რომ მიაჩნია – „ადამიანის სიცოცხლე შეუდარებლად უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი წლისთავის აღნიშვნა“.
რუსეთმა განაცხადა, რომ 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაიცავს, რათა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღნიშვნა შესაძლებელი იყოს.