არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანული დრონით თავდასხმის შედეგად, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქვეყნის უმსხვილეს ფუჯაირას პორტში და ნავთობსაცავში, ირანული დრონით თავდასხმის შედეგად, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში, ფუჯაირას მთავრობის მედია ოფისი აცხადებს, რომ სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

დარტყმის შესახებ ინფორმაცია არაბთა გაერთიანებული საემიროების თავდაცვის სამინისტროს მიერ ირანიდან გაშვებული სამი რაკეტის ჩაჭრის შემდეგ გავრცელდა.

ირანის მთავრობას თავდასხმაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები