შსს: ნარკოლოგიური შემოწმებისას როშვან შახვერდოვის ნარკოტიკული საშუალებების – მეთადონის, მეფედრონის და ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა – აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას – იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას
“ნარკოლოგიური შემოწმებისას როშვან შახვერდოვს ნარკოტიკული საშუალებების – მეთადონის, მეფედრონის და ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა – აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას – იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას,”- ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში 37 წლის მამაკაცის, როშვან შახვერდოვის მიერ, კრიმინალური პოლიციის მხრიდან ზეწოლაში დადანაშაულების ფაქტთან დაკავშირებით განუცხადეს.
როგორც უწყებაში “კვირას” განუცხადეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა როშვან შახვერდოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულია ხმოვანი პისტოლეტი და ვაზნები.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მოქალაქე როშვან შახვერდოვის მიმართ დაწყებულია გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა როშვან შახვერდოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულია ხმოვანი პისტოლეტი და ვაზნები.
ასევე, ნარკოლოგიური შემოწმებისას როშვან შახვერდოვს ნარკოტიკული საშუალებების – “მეთადონის”, “მეფედრონის” და “ოპიუმის” ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას და ასევე, განმარტა, რომ მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონის სრული დაცვით.
იგი არაერთხელ იქნა დაბარებული ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით ოქმის შედგენის მიზნით, თუმცა იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას,”- განუცხადეს “კვირას” შს სამინისტროში.