Bild: ლაიფციგში ავტომობილი ხალხში შევარდა – დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ავტომობილი ხალხში შევარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა.
„მძღოლი გრიმაიშე შტრასეს გზაზე დიდი სიჩქარით მოძრაობდა. დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი“, – წერს Bild-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.