„ვიტოვებთ სრულ და ლეგიტიმურ უფლებას, ვუპასუხოთ“ – არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის თავდასხმები დაგმო

არაბთა გაერთიანებული საამიროები გმობს ირანის განახლებულ მზაკვრულ თავდასხმებს, ეს თავდასხმები წარმოადგენს საშიშ ესკალაციას, – ამის შესახებ ნათქვამია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანი სამოქალაქო ობიექტებს დაესხა თავს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანს თავდასხმების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

„ეს თავდასხმები წარმოადგენს საშიშ ესკალაციას და მიუღებელ დარღვევას“, – ნათქვამია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ისინი იტოვებენ „სრულ და ლეგიტიმურ უფლებას“, რომ უპასუხონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები