ირაკლი კობახიძე: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობაზე.
„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში გაიმართა, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე „დაკავშირებადობა და ეკონომიკური უსაფრთხოება გარდამავალ, მწვანე პერიოდში“.
სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს – ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში და ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობას“, – წერს პრემიერ-მინისტრი.