ტრამპი: თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, აღიგვება პირისაგან მიწისა
თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, მაშინ იგი აღიგვება პირისაგან მიწისა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში სამხედროებისა და შეიარაღების გაგზავნას კვლავ აგრძელებს.
„ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი და ბევრად მაღალი კლასის იარაღი და საბრძოლო მასალა, ვიდრე ადრე გვქონდა. ჩვენ საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს. ჩვენი რესურსები მთელ მსოფლიოშია განთავსებული. გვაქვს ბაზები ყველგან და ისინი სავსეა ტექნიკით. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება და გამოვიყენებთ კიდეც, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა ტრამპმა.