“SITFY საქართველო” – აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დუოდრამებისთვის დასრულდა
აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დუოდრამებისთვის – “SITFY საქართველო”, – დასრულდა.
დახურვის ღონისძიება რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდნენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები: დავით უფლისაშვილი – თეატრის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის და მარინა კახიანი – სპექტაკლში “რეპეტიციის შემდეგ” ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (სანდრო მრევლიშვილის თეატრი).
ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ წარმატებებს!
ფესტივალი გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის და „შემოქმედებითი საქართველოს“ ჩართულობით, ეგვიპტის კულტურის მინისტრისა და სამხრეთ სინაის გუბერნატორის პატრონაჟით, აგრეთვე ეგვიპტის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით.
