ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან შეისწავლა ირანის ახალი წინადადება კონფლიქტის მოსაგვარებლად.

„ეს ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა მან ისრაელის სახელმწიფო მაუწყებელ Kan-თან ინტერვიუში.

როგორც მან აღნიშნა, სამხედრო ოპერაცია „ძალიან კარგად მიმდინარეობს“. მან ადრე განაცხადა, რომ არ სურდა დაბომბვის განახლება, თუმცა ასეთი შესაძლებლობა დაუშვა. მედიის ცნობით, ის ირანის გრძელვადიან ბლოკადას გეგმავდა.

დღეს, „ალ ჯაზირამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა მხარეებს გრძელვადიანი მშვიდობის სამფაზიანი გეგმა შესთავაზა. პირველი ფაზა 30 დღის განმავლობაში საომარი მოქმედებების სრულ შეწყვეტას და თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას ითვალისწინებს.

მეორე ეტაპი ურანის გამდიდრების 15 წლამდე შეჩერებას გულისხმობს, რასაც მოჰყვება 3.6%-იანი ლიმიტის დაწესება.

მესამე ეტაპზე ირანმა რეგიონულ მეზობლებთან საერთო უსაფრთხოების რეჟიმის დასამყარებლად სტრატეგიული დიალოგი უნდა დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები