რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების პატივსაცემად 8 და 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2026 წლის 8-9 მაისს, დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების აღნიშვნის პატივსაცემად, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით კიევისგანაც ანალოგიურ ნაბიჯს ელოდება.