ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, დაღუპულია 2 ადამიანი
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო dpa და გამოცემა Bild-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მედიის ცნობით, შემთხვევას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ლაიფციგის ცენტრში ქვეითთა ზონაში შევარდა.
როგორც ლაიფციგის მერმა, ბურხარდ იუნგიმ აღნიშნა, პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა.