ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს ამკაცრებს და გემებს თეირანთან კოორდინაციისკენ მოუწოდებს

ირანის შეიარაღებული ძალები კვლავ აკონტროლებენ ჰორმუზის სრუტეს და მოუწოდებენ ყველა გემს, თეირანის თანხმობის გარეშე იქ გავლისგან თავი შეიკავონ.

ამის შესახებ ირანის ძალების ცენტრალური შტაბის „ხატამ ალ-ანბიას“ მეთაურმა, ალი აბდოლაჰიმ განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სიტუაციის სამართავად. მოვუწოდებთ ყველა სავაჭრო გემსა და ნავთობტანკერს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სატრანზიტო მოქმედებისგან ჰორმუზის სრუტეში განლაგებულ შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციის გარეშე, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ უსაფრთხოებას“, – ციტირებს მის სიტყვებს ირანის სახელმწიფო მაუწყებელი.

აბდოლაჰიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერი უცხოური სამხედრო ძალა, განსაკუთრებით აშშ-ის სამხედრო ძალები, სამიზნედ იქცევიან, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მიახლოებას შეეცდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები