ვიქტორ იანუკოვიჩი მუშაობას საკუთარ კაბინეტში აგრძელებს
ვიქტორ იანუკოვიჩი მუშაობას ამ დრომდე საკუთარ კაბინეტში აგრძელებს, – ამის შესახებ “ინტერფაქსი” უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უარყოფს უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, უკრაინაში იმყოფებიან იანუკოვიჩის შვილებიც – ალექსანდრე და ვიქტორი.