სასაზღვრო პოლიციაში, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ორგანიზებით, მდგრადობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით, პროექტის – „შესაძლებლობების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა საქართველოსთვის“ (GT&S) ფარგლებში, მდგრადობის სამუშაო ჯგუფის (SWG) რიგით მე-10 შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები – დავით ბიწკინაშვილი, გივი გორდაძე და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელი – სტეფანი პენინგტონი, DTRA-ს პროექტების მენეჯერი – ემით მალოუნ სტივერსონი და DTRA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დევიდ ქენედეი ესწრებოდნენ.
“შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს DTRA- ს მიერ სასაზღვრო პოლიციისათვის გადმოცემული აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მდგრადობის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების საკითხები. ასევე, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პრიორიტეტული მიმართულებებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს”, – წერია ინფორმაციაში.