საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება – მღვდელმთავრები საპატრიარქო ტახტის სამ კანდიდატს აირჩევენ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს.
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.
“ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა.
ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი”,- აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პატრიარქის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 17 მარტს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.